რენე მიდის ჰოლივუდში/HD

ოცდაათს გადაცილებული რენე დადიანი, რომელსაც გაცვეთილი ქურთუკი აცვია
და დაბნეული, ნერვული მზერა აქვს, რჩევისთვის ექიმთან მიდის. არა,
თავიდანვე აფრთხილებს, ის აქ არ მოსულა, როგორც პაციენტი. მხოლოდ ერთი
კითხვა აწვალებს: როგორ შეცვალოს საკუთარი ცნობიერება წარმოსახვის
გასაუმჯობესებლად? "ამისთვის ფსიქოანალიზის მხოლოდ ერთი ფორმა არსებობს",
პასუხობს ექიმი, "ამ შემთხვევაში გონება მხოლოდ ხელს უშლის ადამიანს.
დაივიწყე რეალობა და ფიქრი სასურველისკენ მიმართე". რენე, კინოსკოლის
ლექტორი, ამ თეორიის განხორციელებას იწყებს.
წელი: 2011
რეჟისორი: ალეკო ცაბაძე
როლებში: ნიკა თავაძე, ზურა ბეგალიშვილი, მიშა გომიაშვილი, ნიკო გომელაური
სტუდია:
_______________________________________________________________________________________________________________________
ნიკო... აპლოდისმენტები/HD

დოკუმენტური ფილმი ნიკო გომელაურის ცხოვრების შესახებ.
წელი: 2011
რეჟისორი: გიორგი ბერიძე
როლებში: ზურა ყიფშიძე, ნინა ჩორდიშვილი
სტუდია: Sensus Productions
_______________________________________________________________________________________________________________________
ჭამა და სექსი/HD

ფილმი შედგება ნოველებისგან, რომლებიც ეხება ყველაზე მთავარ ადამიანურ
ინსტინქტებს, ჭამას და სექსს. ყველა ნოველა დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე,
სრულიად ახალი კუთხით ასახავს თანამედროვე ქართულ ყოფით რეალობას და ძალიან
ღრმა და ამავდროულად თბილი, თუმცა უკომპრომისო იუმორით ახასიათებს ქართული
ოჯახებისა და შეყვარებული წყვილების ურთიერთობებს.
წელი: 2011
რეჟისორი: გიორგი ლიფონაცა, სცენარი: მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე და ქეთი დევდარიანი
როლებში: ვანიკო თარხნიშვილი, ნელი აგირბა, დიმა ტატიშვილი, გია
ცინაძე, თემიკო ჭიჭინაძე, ეკა ამირეჯიბი, ანი ტყებუჩავა, ლევან
ყოჩიაშვილი, სალომე კოკუაშვილი, ნიკა წერედიანი, სოფო სებისკვერაძე, შორენა
ბეგაშვილი, გიორგი ყველაშვილი, პალიკო ნოზაძე, ეკა ქართველიშვილი, გიორგი
ვარდოსანიძე, ქეთი ჩაჩუა, თიკო ბედიანაშვილი, ქეთი კანთიძე, თამთა ცხვიტავა
და სტეფანე მღებრიშვილი
სტუდია: ფორმულა კრეატივი
_______________________________________________________________________________________________________________________
ერთხელ შუა ქალაქში/HD

სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში ლუვრიდან ჩამოტანილი ბრილიანტია გამოფენილი,
ამ დროს ქარვასლაში იმყოფებიან შუა ქალაქის გმირებიც. ისინი აქ სხვადასხვა
მიზნით მოვიდნენ, მაგრამ ყველას ერთად მოუწევს ბრილიანტის გადარჩენა
რომელსაც ბოროტმოქმედები გაიტაცებენ. ამ თავგადასავალის დროს დათო ახალ
სიყვარულს იპოვნის.
წელი: 2011
რეჟისორი: გოჩა კორხელაური, დათო ჭაბაშვილი
როლებში: გოგა ბარბაქაძე, ოთარ ტატიშვილი, მაიკო დობორჯგინიძე,
თამუნა ნიკოლაძე, თათული ედიშერაშვილი, კახა ჯოხაძე, ბაჩო ქაჯაია, მარიამ
ჯოლოგუა, სალომე ჭულუხაძე, ჯაბა კილაძე.
სტუდია:
_______________________________________________________________________________________________________________________
ოცნების ქალაქი/HD

თუკი სასიყვარულო ოცნება ახალი წლის ღამეს არ ახდება, ნუ იდარდებთ, წინ ვალენტინობის დღესასწაულია!
ამ მარტივ ჭეშმარიტებაში ადვილად დაგარწმუნებთ სანდროსა და ნინის სიყვარულის ისტორია,
რომელიც თანამედროვე თბილისის ერთ ერთ ღამის კლუბში გათამაშდება.
წელი: 2010
რეჟისორი: დავით იმედაშვილი
როლებში: არჩილ სოლოღაშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, შორენა
ბეგაშვილი, პაატა პაპუაშვილი, დუტა სხირტლაძე, ეკა კახიანი, გოგა
ბარბაქაძე, რუსკა მაყაშვილი, გვანცა დარასელია, ანნა იმედაშვილი, ჯგუფი
"მგზავრები" პროდუსერები: დავით იმედაშვილი, ნინო გამრეკელი
სტუდია: DISPICTURES
_______________________________________________________________________________________________________________________
რაც ყველაზე ძალიან გიყვარს/HD

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს
წელი: 2008
რეჟისორი: გიორგი ლიფონავა
როლებში: ვანო თარხნიშვილი, ანა სანაია, ზურა გაჩეჩილაძე, ნიკა
რამიშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი კალანდაძე, გია ცინაძე, ნათია
წიწილაშვილი, თაკო აბაშიძე, ნინო მუმლაძე, ადელინა გოუგაძე, დევი დევიძე,
დიმიტრი ტატიშვილი, ვასილ ოდიშვილი, გუგა კახიანი
სტუდია: ფორმულა კრეატივი
_______________________________________________________________________________________________________________________
რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2/HD

საახალწლო ფილმი სიყვარულზე და ბიჭების და გოგონების ურთიერთობაზე.
ნოდარს და ნუნუკას ნიშნობა აქვთ, მაგრამ როგორც ჩანს ნოდარი საერთოდ არ
იცნობს ქალებს, როგორები არიან ისინი, და უნდა დაუმალო თუ არა მათ საკუთარი
წარსული.
დოლჩეს შესაბმელად თიკუნა სიურპრიზს ამზადებს და მკერდის გადიდების
ოპერაციას იკეთებს.
მყუდროც შეყვარებულია და არ იცის, როგორ აუხსნას სიყვარული ელენეს, მეთოდი
კი, რომელსაც ის მოიფიქრებს, ათას თავსატეხს გაუჩენს.
ნიკა და ნინი ბავშვს ელოდებიან, ფეხმძიმე ნინის კი ყოველ წამს სჭირდება
სიყვარულის და ერთგულების მტკიცება.
ბავშვს ელოდებიან ნატა და რობიკოც, ოღონდ რობიკოს მოლოდინი ძალიან
კონკრეტულია, მას ბიჭი სჭირდება.
ლაშა და თეკლა კი ახალ წელს სტუმრებს ელიან, ყველას, ვინც უყვართ და ვისაც
უყვართ.
ახალ წელს ხომ ყველას უნდა სიყვარულით სავსე გარემოში იყოს.
წელი: 2009
რეჟისორი: რატი რამიშვილი
როლებში: ვანო თარხნიშვილი, ანა სანაია, ზურა გაჩეჩილაძე, ნიკა
რამიშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი კალანდაძე, გია ცინაძე, მიხეილ
არჯევანიძე, თაკო აბაშიძე
სტუდია: ფორმულა კრეატივი
_______________________________________________________________________________________________________________________
მედიატორი/Mediator/HD

დასაწყისში ყველაფერი თითქოს ჩვეულებისამებრ მიმდინარეობს. გვამი,
პროზექტურა, პოლიცია და გამომძიებელი, რომელიც საგამოძიებო
ექსპერიმენტებითა და ჩვეული კრიმინალისტიკური მეთოდების გამოყენებით
მკვლელობის გამოძიებასა და მოკლულის უკანასკნელი დღეების სურათის აღდგენას
ცდილობს...
თუმცა ეს რთული აღმოჩნდება. როგორც გაირკვევა, მთავრი მოწმეები ჩვენების
მიცემის დროს არ იყვნენ ბოლომდე გულწრფელნი...
წელი: 2008
რეჟისორი: დიტო ცინცაძე
როლებში: იუენ ბრემნერი(დიდი ბრიტანეთი), ვიქტორია
ისაკოვა(რუსეთი), მერაბ ნინიძე, ნუცა კუხიანიძე, დინა კორზუნი(რუსეთი),
ბურქჰარდ კლაუსნერი(გერმანია) გიორგი ნაკაშიძე, მარიკა გიორგობიანი, დათო
იაშვილი, ლევან დობორჯგინიძე, მიშა მესხი, ნატა მურვანიძე, ზაზა
კოლელიშვილი
სტუდია: SANGUKO
_______________________________________________________________________________________________________________________
კაცი საელჩოდან/Man From the Embassy/HD

ჰერბერტ ნოიმანი უკვე რამდენიმე წელია საქართველოში გერმანიის საელჩოში
მუშაობს. ფინანსური რეკომენდაციების შედგენის შემდეგ იგი უკვე რამდენი
ხანია სამსახურიდან სახლში ბრუნდება და მოწყენილობას კომპიუტერული
თამაშებით ებრძვის. მარტოობის დაძლევას ჰერბერტი ვერც საელჩოს ერთ-ერთ
თანამშრომელთან, ნანასთან გაბმული საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობით
ახერხებს. ეს მონოტონურობა მხოლოდ მაშინ ირღვევა, როცა ჰერბერტი ბაზარში 13
წლის გოგონას - საშკას გაიცნობს. ჰერბერტისა და საშკას შემთხვევითი
შეხვედრა მალე მეგობრობაში გადაიზრდება. ეს კი ეჭვს იწვევს მათ გარემოცვაში
და ბადებს კითხვას - რაიმე სხვა ხომ არ იმალება საელჩოს თანამშრომლისა და
ქუჩის ბავშვის გულწრფელი მეგობრობის მიღმა?..
წელი: 2007
რეჟისორი: დიტო ცინცაძე
როლებში: ლიკა მარტინოვა, ბურქჰარდ კლაუსნერი, მარიკა გიორგობიანი, დუტა სხიტლაძე
სტუდია: სანგუკო
_______________________________________________________________________________________________________________________
მამაჩემის გერლფრენდი/My Father's Girlfriend/HD

ბანკის თანამშრომელთან რომანი ნანას შესაძლოა ძალიან ძვირი დაუჯდეს,
იმდენივე, რამდენიც 100 000 დოლარის კრედიტის დასაფარად არის საჭირო. ზოგს
ფული ჭკუას აკარგვინებს, ზოგი კი სიყვარულის გამო სამსახურს კარგავს.
ჭკუადაკარგულები დიდ შარში ეხვევიან, უსამსახუროებს - ბევრი ფული
სჭირდებათ. კრიმინალური ისტორია შავი იუმორით და ორიგინალური ამბით.
წელი: 2011
რეჟისორი: ნიკოლოზ ხომასურიძე
როლებში: იმედა არაბული, შორენა ბეგაშვილი, დავით ქაცარავა,
სოფია სებისკვერაძე, მამუკა ლორია, ალეკო მახარობლიშვილი, ანი იმნაძე, ლია
გოგიძე,
სტუდია: Double L Films
_______________________________________________________________________________________________________________________
გარიგება 20 წლის შემდეგ/20 years later/HD

კახეთის ხედი სიღნაღიდან. შეთოვლილი კავკასიონი, თვალუწვდენელი ზვრები,
საოცარი ალაზნის ველი, მშვენიერი სიღნაღი - სიყვარულის ქალაქი, მოკირწყლული
ქუჩებითა და კოპნია სახლებით. მაგრამ მაინც ძველი ბირჟებით და ისევ ძველი
კლუბით. მაროს შ.პ.ს. "გარიგება" დაუფუძნებია და რადგან ამ საქმეში უკვე
წარმატებული შედეგები აჩვენა, მას კლიენტიც ბევრი გამოუჩნდა. კახური
იუმორის ფონზე ბევრი სასაცილო სიტუაცია იქმნება. მაგრამ მიტოს გამოჩენა,
საერთოდ შეცვლის სოფლის ცხოვრებას, ხოლო როგორ ჩნდება მიტო კვლავ მაროს
ცხოვრებაში და როგორ გრძელდება მარო-მიტოს ახალი ეპოპეა - ამას მხოლოდ ისევ
ფილმის ნახვის შემდეგ გაიგებთ!
წელი: 2011
რეჟისორი: ზაზა კოლელიშვილი
როლებში: ნანული სარაჯიშვილი, მარინა საღარაძე, რუსლან მიქაბერიძე, მამუკა ლორია, დუტა სხირტლაძე, ლელა წურწუმია, ტრისტან სარალიძე
სტუდია: sensus productions
გული +/Heart +/HD
ფილმი მოგვითხრობს შეყვარებულთა დახმარების ფონდის შპს „გული+“-ის
ორიგინალურ ისტორიას. ორგანიზაცია უიმედოდ და უიღბლოდ შეყვარებულებს
თავიანთი რჩეულების გულების დაპყრობაში ეხმარება.
წელი: 2011
რეჟისორი: ირაკლი ჩხიკვაძე
როლებში: რუსკა მაყაშვილი, გიორგი ყიფიანი, ზაზა პაპუაშვილი, თამარ სხირტლაძე, ია სუხიტაშვილი
სტუდია: ControlStudio
_______________________________________________________________________________________________________________________
თბილისური Love story/HD

ფილმი, რომელშიც მსახიობებზე მეტად რეჟისორები ჩანან. 12 რეჟისორის
თვალით დანახული ერთი მარტივი თბილისური ამბავი, რომელსაც იწყებს ერთი და
ამთავრებს მეთორმეტე რეჟისორი. იცვლებიან რეჟისორები და მსახიობები,
იცვლება ჟანრი. რამდენი მსახიობიც არის, იმდენი მთავარი როლია. ფილმში
ჩართულნი არიან აგრეთვე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ქართული
საზოგადოების სახეს ქმნიან.
წელი: 2009
რეჟისორი: ირაკლი ჩხიკვაძე
როლებში: პროექტში მონაწილეობენ რეჟისორები:
ვასკა ქართველიშვილი, გიორგი მასხარაშვილი,მიშა აფხაზავა, თორნიკე ბზიავა,
გიორგი ლიფონავა, დავით ბორჩხაძე, დავით უჯმაჯურიძე,ქეთი მაჭავარიანი, თაკო
შავგულიძე, კოტე თაყაიშვილი, ნიკა ახვლედიანი,ნიკა მაჩაიძე
მსახიობები:
თამარ ბზიავა, ვანო თარხნიშვილი, ნინი ქარსელაძე, ნატო მურვანიძე, გივი
ბერიკაშვილი, ქრისტინე იმედაძე, გიორგი ყიფშიძე, კახა კინწურაშვილი, კახი
კავსაძე, ნინი ვარძიაშვილი, ნია გრძელიძე, ნინო ქორიძე, სონა აბაშიძე,
ზვიად ემირიძე, ლელა გუნდიშვილი, გოგა ბარბაქაძე, ნინი ბადურაშვილი, გიორგი
ნაკაშიძე, გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა), ანი იმნაძე, ირინა ჟორდანია,
თორნიკე ბზიავა, ნუცა კუხიანიძე, მაკა შალიკაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, ია
სუხიტაშვილი
სტუდია: კონტროლზტუდიო
_______________________________________________________________________________________________________________________
იდიოტოკრატია/HD

საქრთველოს სახელმწიფო დეზინფექციის მინისტრ გოგას, სასტუმროში პაემანი
აქვს შორენასთან, რომელიც ოპოზიციური პარტის მდივან-მემანქანეა.
საყვარლების სასტუმრო ოთახში მოულოდნელად გვამს აღმოაჩენენ. მინისტრი
პანიკაშია, მისი პოლიტიკური კარიერა საფრთხის წინაშე დგება. ვინ უშველის
მას? ვინ აიღებს თავის თავზე მთელს პასუხისმგებლობას? რა თქმა უნდა მისი
მოადგილე გრიშა.
წელი: 2008
რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი
როლებში: ნიკა გომელაური, სანდრო მარგალიტაშვილი, კახა
მიქიაშვილი, ცისია მეტრეველი, სლავა ნათენაძე, ჯაბა კილაძე, ლარისა
რეშეტკო, მამუკა მუმლაძე, ქეთა ლორთქიფანიძე, თიკო კორძაძე, ვანო
ქურასბედიანი, ოთარ კოვზირიძე
სტუდია:
_______________________________________________________________________________________________________________________
უშენოდ მგონი მოვკვდები/HD

ფილმი პარალელური მონტაჟით, მოგვითხრობს ორი თბილისელი ახალგაზრდა
ყმაწვილის, სუსხიანი ზამთრის, ერთი დღის ამბავს. ზაზა მწერალია, მამუკა
კრიმინალი. ისინი ერთმანათს არ იცნობენ.ერთს შურისძიების წყურვილი
ამოძრავებს, მეორეს - სასიყვარულო, რაინდული გრძნობები... ორივე ცდება
რადგან მათი ამბიციური გადაწყვეტილებები ბედთან თამაშს ჰგავს..
.გადაიკვეთება თუ არა მათი გზები?...
წელი: 2011
რეჟისორი: ლევან თუთბერიძე
როლებში: გიორგი ზანგური, ირაკლი სანაია, ია სუხიტაშვილი, შორენა ბეგაშვილი, მიშა გომიაშვილი, ლევან ხურცია, კახა კინწურაშვილი
სტუდია:
_______________________________________________________________________________________________________________________
ყველაფერი კარგად იქნება/HD

საქართველოს დეზინფექციის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის (საიდუმლო)
დავალებით მიემგზავრება ინდოეთში, ქეთევან დედოფლის საფლავის მოსაძებნად.
მას უთვალთვალებენ რუსეთის და სომხეთის სპეცსამსახურების აგენტები
წელი: 2011
რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი
როლებში:ნიკო გომელაური, სანდრო მარგალიტაშვილი, შორენა
ბეგაშვილი, ირაკლი აფაქიძე, გოგა ბარბაქაძე, ლარისა რეშეტკო, აპოლონ
კუბლაშვილი, ქეთა ლორთქიფანიძე, კახა მიქიაშვილი
სტუდია:
_______________________________________________________________________________________________________________________
კომპლექსი/HD

ეს არის თბილისში მცხოვრები ტიპიური ქართველი ბიჭის ერთი უიღბლო დღის
ისტორია. მთავარი გმირი გაწამებულია უამრავი პრობლემებითა და კომპლექსებით,
რაც ცხოვრების აზრსა და სურვილს უკარგავს. რაც უფრო ღრმად ეფლობა იგი
დეპრესიაში მით უფრო უსარგებლო და ნაღვლიანი ხდება მისი ცხოვრება, რასაც
საბოლოოდ იგი ფატალურ გადაწყვეტილებამდე მიჰყავს.
პრიზები: ნიუ-იორკის საერთაშორისო დამოუკიდებელი ფილმებისა და ვიდეოს
ფესტივალი - საუკეთესო სცენარი (2005)
თბილისის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი "სესილი" - საუკეთესო ჯგუფი
(2006)
წელი: 2005
რეჟისორი: კოტე თაყაიშვილი
როლებში: დავით სალაძე, ქეთა კირტავა, ნუცა კუხიანიძე, გუკა რჩეულიშვილი
სტუდია: სანგუკო
_______________________________________________________________________________________________________________________
გრაფიტი/Graffiti /HD

ხულიო კორტასარის მოთხრობის "გრაფიტის" მიხედვით.
დიქტატურის და ტერორის წიაღში აღმოცენებულ ნაზ გრძნობას წყვილი უჩვეულოდ, გრაფიტის მეშვეობით გამოხატავს.
პრიზები: სმოლენსკის საერთაშორისო კინოფესტივალი (რუსეთი) - "საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი" (2006)
კოტბუს საერთაშორისო კინოფესტივალი (გერმანია) - ჟიურის სპეციალური პრიზი (2006)
რეგინსბურგის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ახალგაზრდული კვირეული (2006) - ჟიურის სპეციალური პრიზი
ფესტივალი "ლიტერატურა და კინო" (რუსეთი) - ჟიურის პრიზი (2007)
კინოფესტივალი აი აი (საფრანგეთი) - სპეციალური პრიზი; მეორე ადგილი (2007)
მონპელიეს კინოფესტივალი (საფრანგეთი) - გრანპრი (2007)
საერთაშორისო კინოფესტივალი, პოიტერი (საფრანგეთი) - ფრანგ კრიტიკოსთა აღმოჩენა (2007)
წელი: 2006
რეჟისორი: ვანო ბურდული
როლებში: გიორგი ნაკაშიძე, ნანკა კალატოზიშვილი, ზურა გეწაძე
სტუდია: სანგუკო
_______________________________________________________________________________________________________________________
ომი და ქორწილი/HD

ფილმის სიუჟეტი აგვისტოს ომის პარალელურად ვითარდება. ფილმში 92
მონაწილეა დაკავებული. მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები: აკაკი
ხიდაშელი, გივი ჩუგუაშვილი, ლადო მექვაბიშვილი, ზურაბ ქაფიანიძე, გია
მუჯირი, დუტა სხირტლაძე, ვახო კანდელაკი და სხვები. მეფე-დედოფალს კი
როლანდ ოქროპირიძე და ელენე კოლელიშვილი ასახიერებენ. ფილმის ოპერატორია
მინდია ერაძე, დამდგმელი მხატვარი - მალხაზ კუხაშვილი, სცენარისტი - პაატა
ბერიკაშვილი, დიალოგების ავტორები არიან ნანა ჭავჭანიძე და ნათია გოგოჭური,
ფილმის პროდიუსერია თენგო თხილავა. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე.
მოხდა გაზეთში გამოქვეყნებული წერილის წაკითხვა რის მიხედვითაც შექმნილია
სცენარი.
წელი: 2010
რეჟისორი: ზაზა კოლელიშვილი
როლებში:როლანდ ოქროპირიძე, ელენე კოლელიშვილი, აკაკი ხიდაშელი,
გივი ჩუგუაშვილი, ლადო მექვაბიშვილი, ზურაბ ქაფიანიძე, გია მუჯირი, დუტა
სხირტლაძე, ვახო კანდელაკი...
სტუდია:
_______________________________________________________________________________________________________________________
მაიტა ნასოსი/HD

ახალ ქართულ კომედიას იღებენ ორიგინალური სახელწოდებით - „მაიტა
ნასოსი“. გია კაჭარავა მიიჩნევს, რომ სვანური იუმორი განუმეორებელია და
ფილმში მისი წარმოჩენა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. „მაიტა ნასოსის“
გადაღებები სვანეთსა და ბათუმში მიმდინარეობდა. მასში ცნობილ მსახიობებთან,
გივი ბერიკაშვილთან, კახი კავსაძესთან, სოსო ჯაჭვლიანთან და გურამ
ფირცხალავასთან ერთად დამწყები მსახიობებიც მონაწილეობენ. სვანურ კომედიას
მაყურებელი რამდენიმე თვეში ნახავს.
წელი: 2010
რეჟისორი: გია კაჭარავა და სოსო ჯაჭვლიანი
როლებში:
სტუდია:
_______________________________________________________________________________________________________________________
ქუჩის დღეები/HD

ფილმის მთავარი გმირი, 45 წლის თბილისელი ნარკომანი, თავისი ცხოვრების
ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას. კორუმპირებული პოლიციელები
მისგან მეგობრის შვილის, 16 წლის ბიჭის ჩაშვებას ითხოვენ. თუ იგი
დათანხმდება, პოლიციელები მას წამლით და ფულით დაასაჩუქრებენ. თუ უარს
ეტყვის, მას 10 წლით გაუშვებენ ციხეში და ამით მისი ცხოვრება პრაქტიკულად
დასრულდება.
წელი: 2010
რეჟისორი: ლევან კოღუაშვილი
როლებში: გუგა კოტეტიშვილი, რუსუდან რამიშვილი, ზაზა სალია,
გიორგი ყიფშიძე, ზურა ბეგალიშვილი, ლეო ანთაძე, თემო გოგიძე, ზურა შარია,
ლია გუდაძე, ნინო კაკაბაძე, ირაკლი ლოლაძე, სანდრო მინდიაშვილი, ზუკა
ოქროპირიძე, ზაზა კოლელიშვილი, გაგა ჩიხლაძე
სტუდია: Moving Pictures, Independent Film Project
Комментариев нет:
Отправить комментарий