ძველი ქართული ფილმები

იავნანა




დასახელება: იავნანა
გამოსვლის წელი: 1994
ჟანრი: საბავშვო, საოჯახო, მელოდრამა
დამდგმელი რეჟისორი: ნანა ჯანელიძე
სცენარის ავტორები: ნანა ჯანელიძე, ნინო ნატროშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ბერიძე
დამდგმელი მხატვრები: ნიკოლოზ ზანდუკელი, გია ბუღაძე
კომპოზიტორები: ჯანსუღ კახიძე, ვახტანგ კახიძე
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: გურამ გოგუა, მიხეილ კილოსანიძე
მემონტაჟე: ლალი ლაფანაშვილი
მონაწილეობენ: ნინო აბულაძე (პატარა ქეთო), მაია ბაგრატიონი (ქეთო), ნატო მურვანიძე (ქეთოს დედა), ნიკოლოზ (ნიკა) თავაძე (ქეთოს მამა), არჩილ ციციშვილი (ალექსი), კახი კავსაძე (ქეთოს ბაბუა), ზურაბ სტურუა, ზურა ქავთარაძე, დიმიტრი (დიმა) ხვთისიაშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი (მოლა), ზეინაბ ბოცვაძე, მალხაზ გორგილაძე (ალექსია მეგობარი), ქეთევან აბულაძე, მარლენ ეგუტია, კონსტანტინე (კოტე) თოლორაია, ედიშერ მაღალაშვილი, ეკა ჩხეიძე

გადაღებულია იაკობ გოგებაშვილის მოთხრობათა მოტივების მიხედვით.

ფილმის შესახებ:
ლეკებმა ქართველი თავადის ბედნიერ ოჯახს ერთადერთი შვილი, პატარა ქეთო მოსტაცეს. მშობლებმა დაკარგულ ქალიშვილს წლების შემდეგ მიაგნეს, დაიბრუნეს, მაგრამ გაუცხოებულ ქეთოს წარსული ვეღარ გაახსენეს. მხოლოდ დედის ნამღერმა იავნანამ აპოვნინა მას კვლავ სამშობლო, მშობლიური ენა, დედ-მამა და საკუთარი თავი.


ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი



დასახელება: ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი
გამოსვლის წელი: 1983
ჟანრი: კომედია
დამდგმელი რეჟისორი: ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ლევან პაატაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ბორის ცხაკაია
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ ნიკონოვი
მემონტაჟე: ლეილა აშიანი
მონაწილეობენ: რამაზ გიორგობიანი (სოსო), ვასილ კახნიაშვილი (ვასო), თეიმურაზ ჩირგაძე (დირექტორი), ივანე საყვარელიძე (მარკშეიდერი), სესილია თაყაიშვილი (ბუღალტერი), გრიგოლ ნაცვლიშვილი (იროდიონი), ვლადიმერ მეზვრიშვილი (გრიშა), ოთარ გუნცაძე (მღებავი), დარეჯან სუმბათაშვილი (ბელა), ზეინაბ ბოცვაძე (ლალი), ნინო თუთბერიძე (მდივანი), მიხეილ ქიქოძე, გიორგი ჩხაიძე (შუქრი), გურამ ლორთქიფანიძე (თენგიზი), გურამ პეტრიაშვილი (ქმარი), მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, ლია ელიავა (მსახიობი), ლიკა ქავჟარაძე, ოთარ კობერიძე (მსახიობი), ვასილ ჩხაიძე, შოთა ქოჩორაძე, გია ლაზიშვილი, ანზორ ღვინერია, ვაჟა ნოდია, დავით ხინთიბიძე, ოლღა თაბუკაშვილი, თეა (ნათელა) გაბუნია, მაია ლოლაძე, ომარ შოთაშვილი (ჩაჩანიძე), ო. მელაძე, ვ. მელიქიშვილი, ოთარ (II) ლითანიშვილი
პროდიუსერი: მურმან ცინცაძე

ფილმის შესახებ:
ახალგაზრდა მწერალს რედაქციაში მოთხრობა მიაქვს. მისი განხილვის მოლოდინში გადის შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული... მოთხრობას არათუ არავინ კითხულობს, მისი ყველა არსებული ეგზემპლარიც უკვალოდ ქრება. ამ დაწესებულებაში ყველა თავისი საქმით არის გართული: დირექტორი მუდამ გადარბენაზეა – თათბირიდან ბანკში, ბანკიდან შეხვედრაზე, შეხვედრიდან ბანკეტზე და ასე დაუსრულებლად, რედაქტორებიდან ზოგი ფრანგულს სწავლობს, ზოგი კერავს, ზოგი საუზმეს იმზადებს, ვიღაც შვებულებაშია, ვიღაც – მივლინებაში, სხვები ჭადრაკს თამაშობენ... ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელნაწერებს კითხულობს, მღებავია...


ვედრება




დასახელება: ვედრება
გამოსვლის წელი: 1967
ჟანრი: დრამა
დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორები: ანზორ სალუქვაძე, რეზო კვესელავა, თენგიზ აბულაძე
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე ანტიპენკო
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ნოდარ გაბუნია
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: მიხეილ ნიჟარაძე
მემონტაჟე: ლუსია ვარტიკიანი
მონაწილეობენ: სპარტაკ ბაღაშვილი (ღვთისია), რუსუდან კიკნაძე (ქვრივი-ქალი), რამაზ ჩხიკვაძე (მაცილი), თენგიზ არჩვაძე (ალუდა), გეიდარ ფალავანდიშვილი (მუცალი), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ჯოყოლა), ზურაბ ქაფიანიძე (ზვიადაური), ნანა ქავთარაძე (აგაზა), ირაკლი უჩანეიშვილი (მუსა), დიმიტრი ყიფიანი (თავადი )

გადაღებულია ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მოტივების მიხედვით

ფილმის შესახებ:
ხევსურმა ალუდამ ორთაბრძოლაში ქისტი მუცალი მოკლა, მაგრამ მტრის ვაჟკაცობით მოხიბლულმა მისი ღირსება დაინდო და მარჯვენა არ მოკვეთა. ალუდა ადათის დარღვევისთვის თემიდან გააძევეს... ქისტმა ჯოყოლამ მთაში ნადირობისას ხევსური ზვიადაური გაიცნო, უმასპინძლა, ღამე გაათევინა, მაგრამ ქისტებმა მოსისხლე მტერი იცნეს, ჯოყოლას სტუმარი წაართვეს და ქისტის საფლავს ზედ დააკლეს. ჯოყოლამ ზვიადაურის დაცვა ვერ შეძლო, შეურაცხყოფა ვერ აიტანა და თავი მტერს შეაკლა.

 
 

რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა


დასახელება: რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა
გამოსვლის წელი: 1986
ჟანრი: დრამა
დამდგმელი რეჟისორი: ნანა ჯორჯაძე
სცენარის ავტორი: ირაკლი კვირიკაძე
დამდგმელი ოპერატორი: ლევან პაატაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ვახტანგ რურუა
კომპოზიტორი: ენრი ლოლაშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გურამ შუბლაძე
მემონტაჟე: გიული გრიგორიანი
მონაწილეობენ: ჟანრი ლოლაშვილი (ქრისტოფერ ჰიუსტი), ნინელი ჭანკვეტაძე (ანა), გივი (გურამ) ფირცხალავა, ელგუჯა ბურდული, რუსუდან ბოლქვაძე (ლიზი), თიკო ელიოსიძე, თამარ ციციშვილი, შალვა ხერხეულიძე, გიორგი დადიანი, გია ლეჟავა, ბერდია ინწკირველი, იური კირსი, გოჩა ყურაშვილი, ნინო ვაჩნაძე, ლაურა რეხვიაშვილი, თამარ ხოტივარი, ლია კაპანაძე, დარეჯან ხარშილაძე, ა. ბერიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, თემურ ბურჯანაძე, გიორგი (გოგა) ხაინდრავა, ნანა ჯორჯაძე

ფილმის შესახებ:
ფილმში ასახული მოვლენები საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ დღეებს უკავშირდება და ინგლისელი ტელეგრაფისტის, ქრისტოფერ ჰიუზისა და ქართველი გოგონას სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს,


იყო შაშვი მგალობელი




დასახელება: იყო შაშვი მგალობელი
გამოსვლის წელი: 1970
ჟანრი: დრამა, კომედია
დამდგმელი რეჟისორი: ოთარ იოსელიანი
სცენარის ავტორები: ოთარ იოსელიანი, დიმიტრი ერისთავი, ოთარ მეხრიშვილი, შერმაზან ყაყიჩაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი ერისთავი
კომპოზიტორი: თეიმურაზ ბაკურაძე
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: ოთარ გეგეჭკორი, მიხეილ ნიჟარაძე, თენგიზ ნანობაშვილი
მემონტაჟე: ჯულიეტა ბეზუაშვილი
მონაწილეობენ: გელა კანდელაკი (გია აღლაძე), გოგი ჩხეიძე, ჯანსუღ კახიძე, ირინე ჯანდიერი (ლია), ელენე (ჩიტო) ლანდია, ირინა მდივანი, მარინა ქარცივაძე, ნუგზარ ერქომაიშვილი, ირაკლი ქოქრაშვილი, ნათია ანჯაფარიძე, დ. ივანიძე, თამარ იშხნელი, თამარ გედევანიშვილი, რევაზ ბარამიძე, რობერტ სტურუა (სოსო), გიორგი (გოგი) მარგველაშვილი, ზურაბ ნიჟარაძე, თეიმურაზ მთაწმინდელი, გ. გზირიშვილი, ვახტანგ ერემაშვილი, ოთარ ცომაია, გივი ძნელაძე, ი. მამიევი, ნ. კალატოზიშვილი, ლ. ენუქიძე, თეა ფირცხალავა, ვ. ყანჩელი, მედეა ჯაფარიძე, მიხეილ ბაკურაძე, რეზო კვესელავა, დიმიტრი თაყაიშვილი, ტარიელ კვაშალი, ს. ჯაფარიძე, ოთარ გეგეჭკორი, გიორგი ლომსაძე, თენგიზ მაღალაშვილი, ჯუმბერ შაქარაშვილი, მაკა მახარაძე

ფილმის შესახებ:
ოპერის თეატრის ორკესტრანტი გია, ერთი შეხედვით, ნიჭიერი, გულისხმიერი და საქმიანი კაცია – უამრავ ადამიანს იცნობს, ცდილობს ყველას დაეხმაროს, მუდამ სადღაც ეჩქარება, ვიღაცას რაღაცას პირდება – ძმა-ბიჭებს, გოგონებს, მოხუცებს, სტუმრებს, უცნობს თუ ნაცნობს, მაგრამ კვალს არსად ტოვებს, მნიშვნელოვანს არაფერს ქმნის. მოფუსფუსე ახალგაზრდის ცხოვრება უქმად, წვრილმანებში იხარჯება, ვერც საკუთარ თავს რგებს, ვერც სხვას. გიას სიკვდილიც ისეთივე უაზროა, როგორც მის მიერ დახარჯული ყოველი წუთი.


მაგდანას ლურჯა



დასახელება: მაგდანას ლურჯა
გამოსვლის წელი: 1955
ჟანრი: დრამა
დამდგმელი რეჟისორები: თენგიზ აბულაძე, რევაზ (რეზო) ჩხეიძე
სცენარის ავტორი: კარლო გოგოძე
დამდგმელი ოპერატორები: ლევ სუხოვი, ალექსანდრე დიღმელოვი
დამდგმელი მხატვრები: იოსებ სუმბათაშვილი, ფარნაოზ ლაპიაშვილი, გივი გიგაური, კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: დუდუხანა წეროძე (მაგდანა), ლიანა მოისწრაფიშვილი (სოფო), როლანდ (მიხო) ბორაშვილი (მიხო), ნანი ჩიქვინიძე (კატო), აკაკი კვანტალიანი (მენახშირე მიტუა), ალექსანდრე ომიაძე (გიგო პაპა), აკაკი ვასაძე (მამასახლისი), კარლო საკანდელიძე (ვანო მოჯამაგირე), ალექსანდრე თაყაიშვილი (მოსამართლე), სტეფანე გრიქუროვი (გაბო), დოდო აბაშიძე, ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი (კეკე), ალექსანდრე ალაზნისპირელი, მარიამ გარიყული, შალვა გედევანიშვილი, ნუნუ მაჭავარიანი (თებრო), ვასილ კახნიაშვილი, შოთა ნოზაძე, მავრ პიასეცკი, ირაკლი ქოქრაშვილი (გლეხი), ნინო ჩხეიძე, შალვა ხერხეულიძე (მღვდელი ტრიფონი), ბუხუტი ზაქარიაძე, მერი კანდელაკი, ვლადიმერ (ლადო) გვიშიანი, მერაბ გეგეჭკორი (კინტო)

გადაღებულია ეკატერინე გაბაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით

ფილმის შესახებ:
ქვრივი მაგდანას შვილებმა მიხომ და კატომ შარაზე მომაკვდავი სახედარი იპოვეს, კარგი მოვლით ფეხზე დააყენეს და "ლურჯა" შეარქვეს. ლურჯამ წვრილშვილიან ქვრივს შრომა შეუმსუბუქა. ამიერიდან მაგდანა მაწვნით სავსე ქილებს ქალაქში ლურჯას დახმარებით ეზიდებოდა. ხანმოკლე გამოდგა ოჯახის სიხარული - ვაჭარმა მიტუამ თავისი მიტოვებული სახედრის უკან დაბრუნება მოინდომა, სასამართლო მოისყიდა და ქვრივის ოჯახს ლურჯა წაართვა.


პასტორალი




დასახელება: პასტორალი
გამოსვლის წელი: 1975
ჟანრი: დრამა
დამდგმელი რეჟისორი: ოთარ იოსელიანი
სცენარის ავტორები: ოთარ იოსელიანი, რევაზ ინანიშვილი, ოთარ მეხრიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვარი: ვახტანგ რურუა
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ეკატერინე პოპოვა-ევანსი
მემონტაჟეები: ჯულიეტა ბეზუაშვილი, გულნარა (გულიკო) ომიაძე, ცისანა ციხისელი
მონაწილეობენ: ნესტორ ფიფია, რევაზ ჭარხალაშვილი, ლია თოხაძე-ჯუღელი, მარინა ქარცივაძე, მაია მაცაბერიძე, ვახტანგ ერემაშვილი, თამარ გაბარაშვილი, ნუკრი დავითაშვილი, მიხეილ ნანეიშვილი, ნანა იოსელიანი, ლერი ზარდიაშვილი, ქსენია ფიფია, პავლე რუხაია, ა. წოწონავა, ჯ. აბრამოვი, ვ. ქარდავა, ზ. თოფურია, ა. კვაშილავა, ძ. ლიპარტია, ტ. კვაშილავა, ჯ. ლიპარტია, ა. გადელია, მ. გიორბელიძე, გ. ქარდავა, თ. თოდუა, ფ. ქარდავა, ვ. ლიპარტია, ს. ქარდავა, გ. ციმინტია, რ. ქარდავა
პროდიუსერი: შოთა ლაფერაძე

ფილმში გამოყენებულია ფრაგმენტები ფ. კუპერენის და იოჰან ბრამსის ნაწარმოებებიდან

ფილმის შესახებ:
თბილისელი მუსიკოსების ჯგუფი ზაფხულის გასატარებლად სოფელში ჩადის. ახალგაზრდები ისვენებენ, სეირნობენ, მეცადინეობენ, მომავალი საკონცერტო სეზონისთვის ახალ პროგრამას ამზადებენ... მათი მასპინძელი სოფლელების ცხოვრება ყოველდღიური საზრუნავით არის დატვირთული – მეურნეობის მოვლა, ახალი სახლის მშენებლობა, მეზობლებთან დავა... მასპინძლები და სტუმრები თითქოს ორი სხვადასხვა სამყაროდან არიან, თითქოს არც აინტერესებთ ერთმანეთი. ზაფხული იწურება და ისინი ისე სცილდებიან ერთმანეთს, რომ მათ შორის კავშირი, სულიერი კონტაქტი არ მყარდება,


გიორგი სააკაძე



დასახელება: გიორგი სააკაძე
გამოსვლის წელი: 1942-1943
ჟანრი: ისტორიულ-ბიოგრაფიული, დრამა, საბრძოლო
დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
სცენარის ავტორები: ანა ანტონოვსკაია, ბორის ჩორნი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
დამდგმელი მხატვრები: მიხეილ გოცირიძე, რევაზ მირზაშვილი, ი. შვეცი, კონსტანტინე (კოტე) კვალიაშვილი
კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: ვლადიმერ დოლიძე, დავით ლომიძე
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: აკაკი ხორავა (გიორგი სააკაძე), ვერიკო ანჯაფარიძე (რუსუდანი–სააკაძის ცოლი), ლიანა ასათიანი (თეკლე–სააკაძის და), მერაბ კოკოჩაშვილი (პაატა – სააკაძის შვილი ბავშვობაში), გაიოზ შარაშიძე (ავთანდილი – სააკაძის შვილი ბავშვობაში), ყარამან (გუგული) მგელაძე (პაატა), ზურაბ ლეჟავა (ავთანდილი), სპარტაკ ბაღაშვილი (ლუარსაბ მეორე), მედეა ჯაფარიძე (თინათინი–ლუარსაბის და), სერგო ზაქარიაძე (შადიმან ბარათაშვილი), შალვა ღამბაშიძე (ანდუყაფარი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ორბელიანი), ალექსანდრე ომიაძე (ზურაბ ერისთავი), კირილე მაჭარაძე (ციციშვილი), ნიკოლოზ მამულაშვილი (სოლოღაშვილი), გიორგი შავგულიძე (ნოდარი), კოხტა ყარალაშვილი (ქვლივიძე), აკაკი ვასაძე (შაჰ–აბასი), მიხეილ ჩიხლაძე (ყორჩი ხანი), არტემ ლუსინიანი (ვერდიბეგი–ყორჩი ხანის შვილი), გიორგი როსება (კოლოტაური–შადიმანის ციხის უფროსი), კოტე დაუშვილი (ბერი ტრიფილი), გიორგი ფრონისპირელი (მოხუცი ბადრი), ივანე პერესტიანი (რუსეთის ელჩი), დიმიტრი სუხიტაშვილი-გლდანელი (დათო), ვასილ ბალანჩივაძე (გლეხი), გიორგი დავითაშვილი (კათალიკოსი), ალექსანდრე ეძგვერაძე (დათარსი), ზაალ ტერიშვილი, შალვა ხუსკივაძე, ალექსანდრე (შურა) ჯაგარბეკოვი, ივანე (ვანო) თოიძე (გიგა), პეტრე მორსკოი, ელენე ჩოხელი

გადაღებულია ანა ანტონოვსკაიას რომანის "დიდი მოურავის" მიხედვით (I სერია 1942 წელს, II სერია 1943 წელს).

ფილმის შესახებ:
თურქეთისა და სპარსეთის სათარეშო ასპარეზად ქცეული, სამთავროებად დაქუცმაცებული XVII საუკუნის საქართველო. სახალხო ლაშქარს სათავეში უდგას გიორგი სააკაძე, ის თავგამოდებით იბრძვის მტრის წინააღმდეგ და ქართლის მეფეს, ლუარსაბ II–ს სამთავროების გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მეფე სააკაძის დას ირთავს ცოლად. მოურავის აღზევების გამო შურით აღვსილი თავადი შადიმანი და სხვა დიდგვაროვნები მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ. სააკაძე იძულებული ხდება თავი სპარსეთის შაჰის კარს შეაფაროს, სადაც დიდ სახელს, პატივსა და სიმდიდრეს მოიხვეჭს. შაჰ აბასის ბრძანებით სააკაძე სპარსეთის ლაშქარს საქართველოსკენ გამოუძღვება. მას მოღალატედ თვლიან, მაგრამ სააკაძეს სპარსელთა დახმარებით ურჩი ფეოდალების განადგურება და საქართველოს გაერთიანება აქვს ჩაფიქრებული. მარტყოფის ველზე სპარსეთის მრავალრიცხოვანი ლაშქრის განადგურების შემდეგ სააკაძე შელახულ სახელს და ღირსებას აღიდგენს. დიდი მოურავი გამარჯვებას ზეიმობს, მაგრამ ამ დროს მას შაჰის საჩუქარს – შაჰის კარზე მძევლად დარჩენილი ვაჟის, პაატას მოკვეთილ თავს გადასცემენ. თავადები ერთიანდებიან და სულიერად გატეხილ სააკაძეს ამარცხებენ.






ნატვრის ხე




დასახელება: ნატვრის ხე
გამოსვლის წელი: 1977
ჟანრი: დრამა, ქართული
რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
როლებში: ლიკა ქავჟარაძე (მარიტა), იოსებ ჯაჭვლიანი (გედია), ზაზა კოლელიშვილი (შეტე), კოტე დაუშვილი (ციციკორე), სოფიკო ჭიაურელი (ფუფალა), კახი კავსაძე (იორამი), ეროსი მანჯგალაძე (მუმბულა), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ელიოზი), რამაზ ჩხიკვაძე (მამაო ოხროხინე), ...

ფილმის შესახებ:
ფილმი რევოლუციამდელი სოფლის მოზაიკურ პანოს წარმოადგენს, რომელშიც სინამდვილე ორგანულადაა შერწყმული პირობითობასთან. ამ იდეალისტთა, მეოცნებეთა, ამპარტავანთა და პატივმოყვარეთა სამყაროში მთავარი სიუჟეტური ხაზი მარიტასა და გედიას ტრაგიკული სიყვარულით არის წარმოდგენილი,რომელთანაც გადაჯაჭვულია სოციალური წყალგამყოფი ხაზის ორთავე მხარეს მოქცეულ სხვა პერსონაჟთა ბედი. ადამიანები ლუკმა-პურისათვის წელზე ფეხს იდგამენ, იტანჯებიან და ოცნებობენ ნათელ მომავალზე, ყველა საკუთარი "ნატვრის თვალს" დაეძებს, სასწაულების ასრულებას შესთხოვს თავის ნატვრის ხეს...


ფესვები




სახელწოდება: ფესვები
ჟანრი: დრამა
წელი: 1987
ქვეყანა: კ/ს "ქართული ფილმი"
გახმოვანება: ქართული (ორიგინალი)
როლებში: იოსებ ჯაჭვლიანი, დოდო აბაშიძე, ია ფარულავა, ლევან აბაშიძე, ნუგზარ ყურაშვილი, გიორგი გეგეჭკორი, ბონდო გოგინავა.... რეჯისორი: გუგული მგელაძე

მოკლე აღწერა:
ფილმი ქართველი ემიგრანტის სამშობლოსადმი განუწყვეტელი ნოსტალგიით აღსავსე ვრცელი ცხოვრების გზაზე მოგვითხრობს. "ადამიანი სამშობლოს გარეშე იგივეა, რაც ხე ფესვების გარეშე" ამბობს ფილმის ერთ-ერთი გმირი და ეს სრული ჭეშმარიტებაა...


ქვევრი




დასახელება: ქვევრი
ორიგინალური დასახელება: qvevri
წელი: 1970
პროდიუსერი: ირაკლი კვირიკაძე
როლებში: ბუხუტი ზაქარიაძე ვახტანგ სულაქველიძე ჰენრიეტა ლეჟავა

მოკლე შინაარსი
გოგია მშრომელი სიტყვაძუნწი მომჭირნე ბუზღუნა კაცია მოკლედ ტიპიური კახელი შორიდან ვაი-ვაგლახით ჩამოტანილი ქვევრის გატეხვით გულშემოყრილს დასახმარებლად სოფლის ხელოსანი აბესალომი მიჰყავს შინ აბესალომი ქვევრს კი გაამთელებს მაგრამ თავად უნებლიე პატიმარი ხდება ქვევრიდან ვეღარ გამოდის რას აღარ ცდიან გოგია მისი მეზობლები და თვით მილიციის განყოფილების უფროსი მაგრამ ქვევრი ბოლოს მაინც გასატეხი ხდება



უდიპლომო სასიძო




დასახელება: უდიპლომო სასიძო
გამოსვლის წელი: 1961
udiplomo sasidzo qartuli erovnuli filmi kino
დამდგმელი რეჟისორი: ლევან ხოტივარი
სცენარის ავტორები: რევაზ (რეზო) ებრალიძე, ოთარ რაზმაძე, ლევან ხოტივარი
დამდგმელი ოპერატორი: ლევ სუხოვი
დამდგმელი მხატვრები: ოთარ (I) ლითანიშვილი, ლერი კენჭოშვილი
კომპოზიტორი: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე
ხმის ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: კონსტანტინე (კოტე) მგალობლიშვილი (ბიჭიკო), ბელა მირიანაშვილი (ნანი), აკაკი კვანტალიანი (ვარდენი), დუდუხანა წეროძე (კესარია), ვახტანგ ნინუა (ნიკოლოზი), თენგიზ მაისურაძე (ზურაბი), დოდო აბაშიძე (დოდო), ზანდა იოსელიანი (ქეთევანი), აკაკი ვასაძე (პარმენი), რევაზ ხობუა (მძღოლი), ალექსანდრე (სანდრო) (სანდრო) ჟორჟოლიანი, ჰენრიეტა ლეჟავა, ქართლოს კასრაძე, ალექსანდრე კვალიაშვილი

ფილმის აღწერა:
ბიჭიკოს დედა ძლიერ განიცდის, რომ მის უდარდელ შვილს მთელი სოფელი უქნარად თვლის. ბიჭიკოს სწავლა არ აინტერესებს და თავისი შეყვარებული ნანი ქვეყანას ურჩევნია. ნანის მამას, ვარდენს უდიპლომო სასიძოს სახელის გაგონებაც არ სურს, ქალიშვილისთვის შესაფერის საქმროდ აგრონომი ნიკოლოზი ეგულება. ბიჭიკო ნანის მოტაცებას გადაწყვეტს, მაგრამ შემთხვევით ხელში მამამისი შერჩება. საქმე ბიჭიკოს სასარგებლოდ აეწყობა, რადგან გაუგებრობაში მოხვედრილი ვარდენის ერთადერთი მფარველი სწორედ ის აღმოჩნდება. ვარდენი მიხვდება, რომ ბიჭიკო გულისხმიერი ადამიანია და სასიძოდ აღარ დაიწუნებს.


ხარება და გოგია




დასახელება: ხარება და გოგია
გამოსვლის წელი: 1987
ჟანრი: სათავგადასავლო
რეჟისორი: გიორგი შენგელაია
როლებში: ომარ ფხაკაძე (ხარება ჯიბუტი), ლევან თედიაშვილი (გოგია კენკიშვილი), მიხეილ სალაძე, ავთანდილ მაისურაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ალექსანდრე კაიდანოვსკი (ვოლხოვსკი), თენგიზ ბერიძე, გურამ ლორთქიფანიძე (ფოტოგრაფი), ზურაბ ანთელავა, ირაკლი ხიზანიშვილი, იური გეწაძე, ლერი ზარდიაშვილი, გიორგი ხაჩატუროვი, მზია არაბული, იობი ბართიშვილი, დავით ჯავახიშვილი, ლალი ანდრონიკაშვილი, მერაბ ვაჩნაძე, მერაბ ანდრონიკაშვილი, გივი ხახიძე, თამარ თარხნიშვილი, ოთარ ზაუტაშვილი (მიკირტუმა), თემურ ჯორჯაძე, ზაზა კოლელიშვილი (ჟორჟიკა ბერძენიშვილი), ვახტანგ ფანჩულიძე (ზალიკა სიმონიშვილი), გია ჯაფარიძე (მეეტლე), გურამ ხუციშვილი, მურმან ჯინორია (სიდამონიძე), ნუგზარ შატაიძე (სიმონა, ხარებას ძმა), ქეთევან ნინუა (თავადის ქალი), მარიკა ჭიჭინაძე, იური ვასაძე, ივანე საყვარელიძე (მკითხავი ფრიდონა), ნინო თარხან-მოურავი, რუსლან მიქაბერიძე, შალვა ხერხეულიძე (თავადი ყარაშვილი)

ფილმის შესახებ:
თავად ხარაშვილის მოურავი ხარება ჯიბუტი ბატონის უსამართლობას გაექცევა და ტყეში ყაჩაღად გავარდნილი გოგია კენკიაშვილის რაზმს შეუერთდება. ყაჩაღებზე ძებნაა გამოცხადებული. თავადი ანდრონიკაშვილი ხარებას და გოგიას საინტერესო ადამიანებად მიიჩნევს. რუსი მაღალჩინოსანი სტუმრის, ვოლხოვსკის თხოვნით მათ წვეულებაზე მიიპატიჟებს. ტყის ძმები თავადის კაცურ სიტყვას ენდობიან და წვეულებაზე გამოცხადდებიან. შტაბს-კაპიტანი ახვლედიანი რაზმელებზე ნადირობს, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერით ტყის ძმები განსაცდელს არაერთხელ დააღწევენ თავს. მოღალატის დახმარებით ახვლედიანი მიზანს მაინც მიაღწევს – ხარებას და გოგიას რაზმს ალყაში მოამწყვდევს და გაანადგურებს


ზოგი ჭირი მარგებელია




დამდგმელი რეჟისორი: პავლე ჩარკვიანი
სცენარის ავტორი: პავლე ჩარკვიანი
დამდგმელი ოპერატორები: ვიქტორ ანდრიევსკი, ედუარდ გრიგორიანი
დამდგმელი მხატვარი: ნოდარ სულემანაშვილი
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის ოპერატორი: ირაკლი გიგაური
მემონტაჟეები: როზა ჯიკაევა, ნუნუ თავბერიძე
მონაწილეობენ: თემურ ქამხაძე (ბერუა), ანა ნიჟარაძე (სოფო), ლაურა რეხვიაშვილი (დარეჯანი), ლეო (ლევან) ფილფანი (ბეწინა), ვარლამ ნიკოლაძე (ზურაბი), კოტე თოლორაია (ზაქარა), თამარ სხირტლაძე (მარინე), გია ჯაფარიძე (ჩალხია), რეზო ესაძე (სოსიკა, გასპარა), ბორის წიფურია (ხიზანა), ბერტა ხაფავა (მართა), მანანა ცხოვრებოვა (ლელა), შოთა ბეჟაშვილი (სარქისა), დავით დვალიშვილი (მიხო), ლერი ზარდიაშვილი (თოთია), მზია არაბული (მარგალიტა), ლია სულუაშვილი (სალომე), ვასილ კახნიაშვილივასილ კახნიაშვილი (ჯაბანა), ნაზი კეჭაყმაძენაზი კეჭაყმაძე (თამარა), ჯუმბერ ძიძავა (დიაკვანი), მიხეილ ვაშაძემიხეილ ვაშაძე (ნინია), ოთარ გუნცაძე (გეგენა), კ. ქართველიშვილი (შალვა), თამარ (II) დათუაშვილი (თებრო), ნუკრი ფაცურია (ონოფრე), ქეთევან ბოჭორიშვილი, მარგო გვარამაძე, გ. ვახტანგიშვილი, ციალა გიგაური, მ. თევდორაშვილი, შალვა ხერხეულიძე, ვახტანგ მიხელიძე, ბონდო გოგინავა, გივი ჩუგუაშვილი

აღწერა:
ქვრივი დარეჯანის ერთადერთ ვაჟს ბერუას შეძლებული გლეხის ქალიშვილი სოფო უყვარს, მაგრამ სოფოს მშობლებს ქალიშვილისთვის სხვა სასიძო ჰყავთ შერჩეული. სოფელში ხმა ვრცელდება ქოლერის ეპიდემიის შესახებ, შეშინებული სოფლელები ტყეში გაიხიზნებიან. ბერუა და სოფო დროს იხელთებენ და ჯვრის დასაწერად მღვდელს მიაკითხავენ. მღვედელი მოწმის გარეშე ჯვრისწერას არ თანხმდება. ქალ-ვაჟი ღამეს ზვინში გაათენებს. გაწბილებული მშობლები იძულებული ხდებიან ქალიშვილის გათხოვებას შეეგუონ. სოფელში ქოლერა არ აღმოჩნდება. ჭორი ავადმყოფობის შესახებ შეყვარებული ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий