ქართული კინემატოგრაფიის სათავეებთან ვასილ ამაშუკელი და ალექსანდრე დიღმელოვი დგანან, რომლებმაც 1908-09 წლებიდან დაიწყეს ქართული ყოფის ამსახველი დოკუმენტური სურათების გადაღებები.
საქართველოს ტერიტორიაზე პირველი კინოჩვენება ძმები ლუმიერების კინემატოგრაფის აპარატით 1896 წლის 16 ნოემბერს გაიმართა. 1900 წელს ფოტოგრაფმა დავით დიღმელოვმა ლუმიერების სისტემის საპროექციო აპარატურა შეიძინა და ვაჟთან ალექსანდრესთან ერთად, ჯონ მორისის ფსევდონიმით საქართველოს სხვადასხვა მხარეები მოიარა. 1905 წელს სოფია ივანიცკაიამ, ოდესელმა ბიზნესმენმა, მუშტაიდის ბაღში საზაფხულო კინოთეატრი გახსნა. მანვე ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა ალექსანდრე დიღმელოვს კინო ქრონიკების გადასაღებად. ამავე წლებში ვასილ ამაშუკელი პირველ ქართულ დოკუმენტურ ფილმებს იღებდა ბაქოში. მათ შორის იყო „ქართველი სცენის მოღვაწენი“ და „ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით“. მანვე 1912 წელს გადაიღო პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. 1916-1928 წლებში პროდიუსერი გერმანე გოგიტიძე ჩაუდგა სათავეში პირველი ქართული მხატვრული ფილმის, ალექსანდრე წუწუნავას „ქრისტინეს“ გადაღებას ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით.

Комментариев нет:
Отправить комментарий