90-იანი
წლები ქართული კინოში სტაგნაციის პერიოდი იყო. უსახსრობის გამო ცალკეულ
ფილმებზე მუშაობა წლების განმავლობაში ჭიანურდებოდა. მრავალი
კინემატოგრაფისტი საერთოდ ჩამოშორდა შემოქმედებით პროცესს. ამ პერიოდში
ფილმების მინიმალური რაოდენობა გადაიღეს. გამონაკლისი იყო 1996 წელს
გადაღებული „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“,
რომელიც ერთობლივი ქართულ-ფრანგული პროდუქცია იყო და ჯერჯერობით ყველაზე
დიდ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია ქართულ ფილმთა შორის, მოხვდა რა ოსკარის ნომინანტთა სიაში საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий